This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული ამოცანები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის ვადებს, 2026-2027 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტთა მიღების მიზნით უნივერსიტეტების მიერ ანკეტა-კითხვარების წარდგენის ვადებს, უცხოელ სტუდენტთა მიღებისა და ბინადრობის ნებართვების რეგულაციებს.

საბჭო დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.

შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სამინისტროსთან აქტიური და კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.

რექტორთა საბჭოში მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.

 

 

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news