This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

საგნობრივი სტანდარტების რევიზიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, საგნობრივი სტანდარტების რევიზიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრები დაიწყო. 

პირველი სამდღიანი შეხვედრა, რომელიც კონკრეტული საგნობრივი სტანდარტების განხილვას მოიცავს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.

მინისტრმა სიტყვით მიმართვისას განახლებულ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან მიმართებაში, საგნობრივი სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანის კუთხით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სტანდარტების დამტკიცების შემდეგ ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი დაიწყება.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს გამოცდილების გაზიარებისა და აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სამუშაო შეხვედრები ყველა საგნობრივი სტანდარტის განხილვის კუთხით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

პირველ სამუშაო შეხვედრას, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იმართება, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი ესწრებოდა.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრების საგნობრივი ექსპერტები,  ფსიქოლოგები, დარგის სპეციალისტები, სკოლის პედაგოგები, დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news