This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზვიად გაბისონიამ ,,თსუ-ის მეცნიერების ფესტივალი 2025“ -ში მიიღო მონაწილეობა

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „თსუ-ის მეცნიერების ფესტივალი 2025‘‘ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მიიღო.

ზვიად გაბისონიამ  მისასალმებელი სიტყვით მიმართვისას მონაწილეებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით მსგავსი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, კონცეფციით გათვალისწინებულ სწავლებასა და კვლევას შორის კავშირების გაღრმავების საკითხებზე.

ფესტივალის ფარგლებში  ზვიად გაბისონიამ, თსუ-ის რექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა და წარმატებული მეცნიერები დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საინტერესო საგანმანათლებლო და ინოვაციურ აქტივობაში, გაცნობოდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ წარმოდგენილ კვლევით პროექტებს და მოესმინათ თემატური ლექციები.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news