This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ბაია კვიციანი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები განიხილეს, მათ შორის საგანმანათლებლო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განათლების გაძლიერების სქემა და შესაბამისი მომზადება-გადამზადების მოდულები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „ინოვაციის, ინკლუზიისა და ხარისხის პროექტზე (I2Q)“, რომლის მიზანს საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემების გაძლიერება წარმოადგენს.

ბაია კვიციანმა მადლობა გადაუხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობას აქტიური პარტნიორობისთვის და განათლების სისტემის სამივე საფეხურზე მიმდინარე სიახლეები გააცნო.

თავის მხრივ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნენსი ფრაიმ დადებითად შეაფასა ურთიერთთანამშრომლობის დინამიკა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მზაობა გამოხატა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს სთავაზობს ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში, ახორციელებს გაცვლით პროგრამებს ამერიკელი და ქართველი სტუდენტებისათვის, ასევე უზრუნველყოფს ქართველი აკადემიური პერსონალის გადამზადების შესაძლებლობებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news