This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინში, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის  ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრ ჰუაი ძინფენგს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს.

გივი მიქანაძემ კოლეგას მადლობა გადაუხადა ჩინეთში მოწვევისთვის და უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.

თავის მხრივ, ჰუაი ძინფენგმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების მზაობა გამოხატა.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news