This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სახელმწიფო საგრანტო პროგრამა 2026 წლიდან კვლავ გაგრძელდება

სახელმწიფო საგრანტო პროგრამა „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა“, რომელიც საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, საქართველოს საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი, 2026 წლიდან კვლავ გაგრძელდება. 

მიმდინარე წელს, პროგრამის მეორე გამოცხადების შედეგად და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო გრანტი  საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა 18-მა პირმა მოიპოვა. გამარჯვებული კონკურსანტები 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით, ეტაპობრივად გაემგზავრებიან მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო ცენტრსა და უნივერსიტეტში.

პროგრამა 2014 წლიდან სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ხორციელდება, 2026 წლიდან კი პროგრამის განხორციელებას  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტი გააგრძელებს.

კონკურსი ყოველწლიურად გამოცხადდება და საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, საზღვარგარეთ აიმაღლონ პროფესიული უნარები  და მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოში, შესაბამის დამსაქმებელ უწყებაში მოახდინონ.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news