This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს გაეცნო. 

გივი მიქანაძე ინსტიტუტის პრეზიდენტ იე ჭიჟუეისა და კანცლერ ხე სინგჩუნს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა.

საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტსა და საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს შორის პარტნიორობის მნიშვნელობას. მისი თქმით, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ცოდნის ურთიერთგაზიარება ხელს უწყობს სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, სიმულაციური სწავლების ინტეგრირებას.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტთან კავშირების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით სპეციალისტების მომზადების თვალსაზრისით.

თავის მხრივ, ინსტიტუტის პრეზიდენტმა და კანცლერმა გივი მიქანაძეს ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების სრული მზაობა გამოთქვეს.

მინისტრთან ერთად ნანჯინგის სარკინიგზო ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტში იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძე.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news