This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კამპანია „პროფესია-პოლიციელი‘‘ იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კამპანია „პროფესია-პოლიციელი“ იწყება, რომლის ძირითადი მიზანია მოზარდების ცნობიერების ზრდა საპოლიციო საქმიანობის თაობაზე.

ახალი პროექტი სასკოლო საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ წარუდგინეს.

მინისტრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მასში ჩართულ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებაზე აკადემიის რექტორმა სოფიო აბულაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

კამპანიის ფარგლებში მოსწავლეები ქვეყნის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, სსიპ-ებსა და საქვეუწყებო დაწესებულებებს ესტუმრებიან, სადაც დანაყოფის წარმომადგენელი ადგილზე გააცნობს დანაყოფის საქმიანობას, დაათვალიერებინებს ინფრასტრუქტურას, აღჭურვილობას და დანაყოფის სპეციფიკის გათვალისწინებით მათ სიმულაციურ აქტივობაში ჩართავს.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news