This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

თამარ მახარაშვილმა სხვადასხვა რეგიონის პედაგოგებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის სამუშაო პროექტი წარუდგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის სამუშაო პროექტი იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა. 

შეხვედრაში საჯარო სკოლების პედაგოგები, დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ მონაწილეებისგან სამუშაო დოკუმენტის შესახებ მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა და პედაგოგების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სასკოლო საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით,  მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება. აღნიშნული შეხვედრების მიზანია, რომ ახალი სქემის შემუშავების პროცესში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მასწავლებელთა საჭიროებები და ინტერესები.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news