This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზვიად გაბისონიამ მიკრობიოლოგიის თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „თანამედროვე გამოწვევები და გლობალური ჯანდაცვის საკითხები მიკრობიოლოგიაში“, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა.

კონფერენცია გამოჩენილი ქართველი მიკრობიოლოგის თამაზ კერესელიძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდებში დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ქართველი მეცნიერების ჩართულობა  გლობალურ კვლევით პროცესებში.

ზვიად გაბისონიამ სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებაში თამაზ კერესელიძის წვლილზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა, იმ   ინიციატივებსა და სიახლეებზე, რომელსაც სამინისტრო კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის  სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები,  ექიმები და მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

ღონისძიების  ფარგლებში ასევე ჩატარდა თემატური ლექციები და გაიმართა სამეცნიერო პრეზენტაციები, დისკუსიები გლობალური და რეგიონული მიკრობიოლოგიის აქტუალურ თემებზე. 

საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია  მსოფლიო ანტიმიკრობული ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news