This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა.  მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს. 

გივი მიქანაძემ ჭოუ ციენს მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ნაყოფიერმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობრული ურთიერთობების სტაბილური განვითარება, რაც დადებითად აისახება საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებზე.

მინისტრმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას წარუდგინა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ჩინური ენის სწავლების მასშტაბების ზრდის პარალელურად საჭირო კადრების გადამზადების, სკოლებში ციფრული საკლასო ოთახების მოწყობის, სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების საჭიროებასა და პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერების აუცილებლობას.

თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა  მადლიერება გამოხატა საქართველოში ჩინური ენის სწავლების განვითარების მიმართულებით ბოლო პერიოდში გადადგმული  ნაბიჯებისთვის და  ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასთან დაკავშირებით სრული მზაობა გამოთქვა. 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news