This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა  გივი მიქანაძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მედჯუნ მამადოვოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 

მხარეებმა აგრარული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული და აზერბაიჯანული უნივერსიტეტების კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის, აგრარული განათლების მიმართულებით  სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე.

გივი მიქანაძემ მედჯუნ მამადოვოვს  საქართველოში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.

თავის მხრივ, მედჯუნ მამადოვოვმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები და განხორციელებული პროექტები.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news