This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რექტორთა კონფერენცია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU), რექტორთა კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმა უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ემსახურება და შედეგად, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემა ჩამოყალიბდება.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული პირველადი საკანონმდებლო ცვლილება და განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონის მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფში რექტორთა კვოტირება.

კონფერენცია დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.

რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძეა. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.

 

 

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news