This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე კოლეჯ „მერმისში‘‘ სასწავლო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, კოლეჯ „მერმისს‘‘ ესტუმრა, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო და საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა.

მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა და სასწავლებლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ მიიღო ინფორმაცია. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, კოლეჯში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული პროგრამები მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც სასწავლებელში დასაქმებული თითოეული ადამიანის უდიდესი დამსახურებაა.

გივი მიქანაძის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ინკლუზიურ განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და თითოეული ახალგაზრდის ინდივიდუალური მხარდაჭერა. მისი განცხადებით, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია სამინისტროში სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის შექმნა.

კოლეჯი „მერმისი‘‘ მრავალპროფილურია და ახორციელებს 30-მდე პროგრამას 5 მიმართულებით: მომსახურება, ინჟინერია, წარმოება, ხელოვნება და ბიზნესი. ამჟამად სასწავლებელში სწავლობს 534 სტუდენტი, მათ შორის 32 სსსმ სტუდენტი.

კოლეჯში, მინისტრთან ერთად, იმყოფებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news