This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ბაია კვიციანი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ქემლინ ფურლისთან გამოსამშვიდობებელი  შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე ბაია კვიციანმა  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უმაღლესი განათლების რეფორმა გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა საზოგადოებას. მისი თქმით, რეფორმა უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ემსახურება და შედეგად, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემა ჩამოყალიბდება.

ბაია კვიციანმა UNHCR-თან თანამშრომლობით გამხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქემლინ ფურლის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, ქემლინ ფურლიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news