This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ისრაელის სახელმწიფოს განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს განათლების მინისტრს, იოავ კიშს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს, მათ შორის კიბერუსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კონკრეტული ინიციატივების განხორციელების სრული მზადყოფნა გამოთქვეს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ზაზა კანდელაკი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news