This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გამარჯვებულები დააჯილდოვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების 2025 წლის ფორუმი გაიმართა. 

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების წევრი ახალგაზრდები დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ:

  • „ეფექტიანი პროექტების მქონე საბჭო“ - დმანისის ახალგაზრდული სათათბირო;
  • „საუკეთესო თანამშრომლობის პრაქტიკის მქონე საბჭო“ - ხაშურის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო;
  • „კრეატიულობა“ - ჩხოროწყუს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო;
  • 2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო გახდა  - ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო.

ფორუმში 28 მუნიციპალიტეტიდან 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა და მის მიზანს წარმოადგენდა - საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული ახალგაზრდული საბჭოების 2025 წლის საქმიანობების შეჯამება; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა; რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების განვითარება; ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ცენტრალური მთავრობის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; გრძელვადიანი პარტნიორობისა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავება.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news