This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრი სასწავლო პროცესს გაეცნო და კოლეჯის წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.

გივი მიქანაძემ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში პროფესიონალი კადრების მომზადების კუთხით კოლეჯის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  მისი თქმით, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, კოლეჯი ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, პროფესიული კოლეჯების განვითარება  და გაძლიერება სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და კოლეჯების მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. 

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით შეიქმნა და ორიენტირებულია სარკინიგზო ინდუსტრიისთვის კადრების მომზადებაზე. სწავლება მოიცავს ისეთ  მიმართულებებს, როგორიცაა მშენებლობა, მექანიკის ინჟინერია, ელექტროობა და ელექტრონიკა, ასევე მომსახურებისა და უსაფრთხოების სფეროები. კოლეჯი თბილისში, სამტრედიასა და თეთრიწყაროში 20 ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო გარემოთი და გამოცდილ სპეციალისტებზე დაფუძნებული პრაქტიკული სწავლების გზით კოლეჯი უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადებას. კოლეჯში ამჟამად 622 პროფესიული სტუდენტი და 134 მსმენელი ირიცხება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, კოლეჯების დირექტორებთან და თანამშრომლებთან შეხვედრები, ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news