This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი  გივი მიქანაძე ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა. 

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ახალგაზრდობის მხარდამჭერი პროექტები, სამომავლო გეგმები გააცნო და ახალგაზრდული პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ახალციხის რეგიონში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილმა.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდული ცენტრების განვითარებასა და სტუდენტთა ინიციატივების მხარდაჭერაზე.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა კონკრეტული იდეები და პროექტები წარმოადგინეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები ნოდარ ტატალიშვილი, რუბენ კარაპეტიანი და მერიის განათლების, კულტურისა  და სპორტის სამსახურის თანამშრომლები.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news