This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის განხილვები გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მასწავლებლებთან, მშობლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა. 

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, რეფორმის განხორციელებაში გამორჩეული როლი მიუძღვით პედაგოგებს, შესაბამისად, მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია. სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა გივი მიქანაძეს რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით პოზიციები და მოსაზრებებიც გაუზიარეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ურუშაძემ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ქევანიშვილმა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად მხეიძემ.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news