This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ დევიდ ბიტანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ დევიდ ბიტანთან შეხვედრა გამართა. 

ორმხრივი შეხვედრის ფორმატში მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრის თქმით, ისრაელი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული და სანდო პარტნიორია, რომლის გამოცდილების გაზიარება განათლებისა და მეცნიერების სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მხარეებმა იმსჯელეს აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სტუდენტებისა და მკვლევრების გაცვლით პროგრამებზე, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის დაფუძნებაზე. ამ მიმართულებით დევიდ ბიტანმა ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მშვიდობის, სტაბილურობისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამშრომლობის როლს, როგორც ქვეყნების განვითარების უმთავრეს წინაპირობას.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და კიდევ უფრო გააძლიერონ ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა.

შეხვედრას ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სოფიო ოტიაშვილი, საქართველოს დელეგაციის წევრები და ქნესეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news