This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ბაია კვიციანი საქართველოს დისლექსიის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საქართველოს დისლექსიის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში დისლექსიის მქონე ბავშვების, აბიტურიენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების წინაშე არსებული  სისტემური გამოწვევების განხილვა.

ბაია კვიციანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტრომ დაასრულა დისლექსიის გზამკვლევზე მუშაობა, რომელიც სპეციალისტებსა და მშობლებს შესაბამისი საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერაში დაეხმარება. მინისტრის მოადგილის თქმით,  განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს დარგობრივ ორგანიზაციებთან და შექმნილია სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო.

შეხვედრის ფარგლებში დისლექსიის ასოციაციის წევრებმა წარმოადგინეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის მოკლე მიმოხილვა, არსებული პრაქტიკის შეფასება და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დისლექსიის მქონე პირები განათლების სხვადასხვა საფეხურზე დგანან.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე იმსჯელეს  დისლექსიის მქონე პირებისთვის მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერების მიზნით.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news