This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ ქალ მეცნიერებს პროფესიული დღე მიულოცა

11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარმატებული ქალი მეცნიერები დააჯილდოვა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერების სფეროს განვითარებაში ქალთა ფასდაუდებელ წვლილზე ისაუბრა. 

,,ეს ჯილდო არის ჩვენი მადლიერების, აღიარებისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულება — ქალ მეცნიერთა დაუღალავი შრომის მიმართ, რომელიც ქვეყნის პროგრესსა და უკეთეს მომავალს ემსახურება. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია მეცნიერებისა და განათლების სფეროში ქალებისთვის კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ინიციატივის განხორციელება. ამას ადასტურებს ისიც, რომ ბოლო წლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსებში ბოლო 5 წლის განმავლობაში ქალ მეცნიერთა 2 700-მდე პროექტი დაფინანსდა. მათი მიღწევები და ინოვაციური ხედვა აძლიერებს სამეცნიერო სფეროს, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და უკეთესობისკენ ცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრთან ერთად მეცნიერებს საპატიო ჯილდო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა გადასცა.

მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ: ნინო კობაური, მარეხ მაზანაშვილი, თინათინ ტყემალაძე, მარიკა თედორაძე, ია მოსაშვილი, ელზა ჯინჭარაძე, ნინო წულაია, ნინო ბერიძე და ნათელა ბაღათრიშვილი.

ღონისძიების ფარგლებში შეკრებილებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  გიორგი ჯინჭარაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მეცნიერ ქალთა და გოგონათა  დაჯილდოების ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.

11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა ხელშეწყობა და მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news