This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზვიად გაბისონიამ ინტერნეტ-მმართველობის მე-10 ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გაეროს ეგიდით გამართულ ინტერნეტ-მმართველობის მე-10 ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 

ზვიად გაბისონიამ სიტყვით გამოსვლისას თანამედროვე სამყაროში ინტერნეტ-მმართველობის მნიშვნელობასა და ციფრული ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განათლების სისტემის განვითარებისთვის, ელექტრონული ტექნოლოგიები ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას, აკადემიური თავისუფლების გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ინტერნეტ-მმართველობის ფორუმზე, რომელსაც დარგის ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: საერთაშორისო ციფრული კავშირები და ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები; ხელოვნური ინტელექტი და საქართველოს ინოვაციური მოდერნიზაცია; ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ქსელის განვითარება და ინტერნეტ ხელმისაწვდომობა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  გაეროს ეგიდით ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი 20 წელია იმართება.  წელს საქართველოში ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news