This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზვიად გაბისონიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამართა, სადაც რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული  საკითხები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აგრარულ მიმართულებაზე, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოვა. ასევე განიხილეს კვლევითი მიმართულების გაძლიერებისა და აკადემიური პერსონალის შენარჩუნების საკითხები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

სოხუმის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news