This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერაიამ.

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და კოლეჯების და უნივერსიტეტების პროფესიული პროგრამების  სტუდენტებში საგადასახადო და საბაჟო სფეროს მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების და დამხმარე რესურსების შემუშავებას საბაჟო და საგადასახადო საკითხებში როგორც სკოლებში, ასევე კოლეჯებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე. ამასთანვე, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news