This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ კოლეჯ „ბლექსის“ ახალი კამპუსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
 
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამსართულიანი, 560 სტუდენტზე გათვლილი, შენობა შეკიდული ვიტრაჟული სისტემით. კოლეჯში განთავსდება თეორიული და პრაქტიკული აუდიტორიები, ფაბლაბი, სტუდენტური სივრცე, შეხვედრების ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, არქივი, კაფეტერია, სამედიცინო კაბინეტი და სპორტული დარბაზი. 
 
პროექტი ასევე ითვალისწინებს 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის.
 
მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 
უახლესი ინფრასტრუქტურით კოლეჯი პროფესიული განათლების მსურველებს მრავალფეროვან პროგრამებსა და სერვისებს შესთავაზებს. დაგეგმილია 30 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება როგორც მომსახურებების, ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის, აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებებით.
 
სამშენებლო სამუშაოებს ასევე გაეცნენ მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და მოადგილე ზვიად გაბისონია, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news