This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

მინისტრმა მორიგი შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და აკადემიურ პერსონალს რეფორმის მიმდინარეობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. 

გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა როგორც შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ახალი პროგრამების განვითარებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

,,უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში რეგიონულ უნივერსიტეტებს პროფილური დატვირთვა ექნებათ. შემდეგი სასწავლო წლიდან ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება ძირითადად აგრარულ, პედაგოგიურ და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადდება. სხვა მიმართულებების პროგრამები კი, მილევად რეჟიმში გადავა.

მსურს აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები და თავიანთი პოზიციები დაეფიქსირებინათ.

დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news