This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გამართულ მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გამართულ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკაზე, სამომავლო პერსპექტივებზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა  და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა. 
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, საქართველო-სომხეთს შორის პარტნიორობა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ბოლო წლებში განსაკუთრებით ეფექტიანი და შედეგებზე ორიენტირებულია. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. 
მინისტრის განცხადებით, აკადემიური მობილობა კვლავ რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტად. შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება გაცვლითი პროგრამები და კიდევ უფრო მეტ სტუდენტსა და ახალგაზრდა პროფესიონალს მიეცემა მასში მონაწილეობის შესაძლებლობა. გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა ახალი პროექტის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო კახეთში სომხეთის რესპუბლიკიდან ოცდაათ ახალგაზრდას ბანაკში უმასპინძლებს.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მუდმივი მხარდაჭერისთვის და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.
სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news