This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე - “ჩვენი გადაწყვეტილებით, წლების შემდეგ, ღვაწლმოსილი პედაგოგი სკოლას დაუბრუნდება და მას ექნება შესაძლებლობა, ბავშვების გარემოცვაში, ემსახუროს იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხანდაზმულთა თავშესაფარს ეწვია და ქალბატონებს 8 მარტი მოულოცა.
 
“ქალთა საერთაშორისო დღე და გაზაფხულის დადგომა მივულოცეთ ჩვენს ძვირფას ქალბატონებს და კიდევ ერთხელ, მადლიერება და პატივისცემა გამოვხატეთ მათ მიმართ.
ჩვენს სამშობლოში ქალის როლი ისტორიულად განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი ქვეყნის კულტურა და სახელმწიფოებრივი ტრადიციები.
ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებაში — მეცნიერებაში, განათლებაში, სახელმწიფო მართვაში, კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო განათლების სფეროში მოღვაწე ქალბატონები, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენი შვილების - მომავალი თაობების აღზრდას.
დღეს შევხვდი ხანდაზმულთა თავშესაფარში მცხოვრებ ქალბატონს, ლუარა სარიშვილს, რომელიც 30 წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა და ახლა ოცნებად აქვს ქცეული სკოლაში დაბრუნება. ჩვენი გადაწყვეტილებით, წლების შემდეგ, ღვაწლმოსილი პედაგოგი სკოლას დაუბრუნდება და მას ექნება შესაძლებლობა, ბავშვების გარემოცვაში ემსახუროს იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news