This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს განათლების რეფორმასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი კონცეფცია და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.
საუბარი შეეხო არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოების შინაარსის დახვეწას, სკოლებში რეპეტიტორიუმის შემოღებას, პროფესიული განათლების პრიორიტეტულობასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლას. 
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობას და რეფორმის პროცესში მათი ინიციატივებისა და მოსაზრებების გაზიარების აუცილებლობას. მისი თქმით,  სკოლასა და მშობლებს შორის მჭიდრო კავშირი ხელს შეუწყობს როგორც სასკოლო გარემოს, ისე სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისთვის დაესვათ კითხვები და მისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები. 
შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news