This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში მეცამეტედ ჩატარდება

საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება.
კონკურსის მიზანია წერილის წერის კულტურის აღდგენა და პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობაში წერილობითი კომუნიკაციის წახალისება, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანური ურთიერთობის მნიშვნელობის ხაზგასმა.
წელს საკონკურსო თემაა: „მისწერე წერილი მეგობარს იმის შესახებ, თუ რატომ არის ადამიანური კავშირი მნიშვნელოვანი ციფრულ სამყაროში“ და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 9 - 15 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ. 
კონკურსის ფარგლებში, დაჯილდოვდება ყველა მონაწილე და გამოვლინდება საუკეთესო სამეული. პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება.
 
საერთაშორისო ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 2026 წლის 9 ოქტომბერს, მსოფლიო ფოსტის დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი - შვეიცარია) გაიმართება. 
 
„საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი იღებს მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, კონკურსს ეროვნული ოპერატორები მართავენ. 
შედეგად, ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები,  კონკურსს საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ  და გამარჯვებულ ქვეყანას  „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.gpost.ge/info/news-details?newsId=2867

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news