This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე ხაშურის პროფესიულ კოლეჯ "ქართლს"ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურში მდებარე  პროფესიულ კოლეჯ   „ქართლს"  ეწვია.
მინისტრმა  საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, კოლეჯის თანამშრომლებს შეხვდა და მათგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია. 
გივი მიქანაძემ  განათლების რეფორმის პროცესში პროფესიული განათლების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად აგრძელებს კოლეჯების განვითარების მხარდაჭერას. 
მინისტრთან ერთად  კოლეჯში ასევე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, პარლამენტის წევრი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი.
კოლეჯი "ქართლი"  400 სტუდენტზეა გათვლილი, რომელიც მსურველებს შესაძლებლობას აძლევს ხაშურის მუნიციპალიტეტისა და შიდა ქართლის რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიებს დაეუფლონ.
პროფესიულ კოლეჯში ფუნქციონირებს თანამედროვე, კეთილმოწყობილი ადმინისტრაციული სივრცეები და სასწავლო აუდიტორიები, მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით და ტექნიკით აღჭურვილი სახელოსნოები, კაფეტერია, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, სპორტული, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news