This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ ხაშურის N2 საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2  ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.
მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 450 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტ დარბაზი. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.
მინისტრთან ერთად, სკოლა დაათვალიერეს სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანმა, ხაშურისა და ქარელის დელეგატმა ზაალ დუგლაძემ, ხაშურის მერმა პაატა ჩადუნელმა და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა.
საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა და პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ 821 ათას ლარზე მეტს შეადგენს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2  ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.
მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 450 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტ დარბაზი. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.
მინისტრთან ერთად, სკოლა დაათვალიერეს სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანმა, ხაშურისა და ქარელის დელეგატმა ზაალ დუგლაძემ, ხაშურის მერმა პაატა ჩადუნელმა და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა.
სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ 821 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news