This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს უმასპინძლა და მათთან უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა. 
საუბარი შეეხო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სტუდენტებზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფასა და საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესების საკითხებს. 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. რექტორებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და რეფორმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მინისტრს საკუთარი პოზიციები გააცნეს. 
რექტორებთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები – ზვიად გაბისონია, ბაია კვიციანი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მემანიშვილი.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news