This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ ონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და რეფორმების განხორციელების პროცესში თითოეული მათგანის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საუბარი შეეხო არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოების შინაარსის დახვეწას, სკოლებში რეპეტიტორიუმის შემოღებას, პროფესიული განათლების პრიორიტეტულობასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის შესაძლებლობას. 
შეხვედრაზე მშობლებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით და მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
მშობლებთან შეხვედრას  ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news