This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო უნივერსიტეტებმა და პროფესიულმა კოლეჯებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 
“დღეს პირველად გაიმართა ამ მასშტაბის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტებს, მომავალ სტუდენტებს აქვთ საშუალება, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც უნივერსიტეტები და კოლეჯები მათ სთავაზობენ.
აქ ერთ სივრცეში წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, თბილისში მოქმედი სახელოვნებო უნივერსიტეტები. მათი წარმომადგენლები აბიტურიენტებს შემეცნებით და, ამავდროულად, სახალისო ფორმატში აცნობენ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო გარემოს თავისებურებებს, რაც ახალგაზრდებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში, პროფესიის არჩევასა და კარიერის დაგეგმვაში ეხმარება”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღია კარის დღეზე უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებმა სასწავლო გარემოს შესახებ პრეზენტაციები გამართეს და აბიტურიენტების კითხვებს უპასუხეს. ამასთან, ახალგაზრდებს საგანმანათლებლო პროგრამები და სწავლა-სწავლების პროცესში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო “შერატონში” ჩატარდა. აბიტურიენტების უკეთ ინფორმირებისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, ღია კარის დღე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news