This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ სამტრედიაში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა  გივი მიქანაძემ საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა ამჯერად სამტრედიაში გამართა. 
შეხვედრის მიზანს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული სიახლეებისა და განსახორციელებელი ინიციატივების მშობლებისთვის გაცნობა წარმოადგენდა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს მშობელთა ინფორმირებულობის ზრდას და მათი მოსაზრებების გაზიარებას, რაც რეფორმის ეფექტიანად განხორციელებაზე დადებითად აისახება. 
საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს, მათ შორის სასწავლო რესურსების ხარისხის  გაუმჯობესებას, სასკოლო ფორმებს, პირველკლასელთა რეგისტრაციას, ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციას და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის შესაძლებლობას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების  მოსწავლეთა მშობლები, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების დელეგატი გივი ჭიჭინაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი იმედა ნიკურაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ამირან თევდორაძე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია მეიშვილი.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news