This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელთან პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ დარენ ბიტთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილეს. 
გივი მიქანაძემ დარენ ბიტს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.
საუბარი შეეხო ფულბრაიტის პროგრამას და მისი გაფართოების მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ პროგრამა კარგ შესაძლებლობას ქმნის ქართველი სტუდენტებისთვის, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და შეძენილი ცოდნა საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.
ხაზი გაესვა ქართული და ამერიკული უნივერსიტეტების თანამშრომლობისა და ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამების მნიშვნელობას, რაც მინისტრის თქმით, 
საქართველოში ადამიანური კაპიტალისა და სამუშაო ძალის გაუმჯობესების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news