This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ ინტელექტუალური საკუთრების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით: „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში‘‘, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა.
გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების კუთხით ევროპის საპატენტო უწყებასთან (EPO) მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პოლიტიკის იმ მიმართულებებზე, რომლებიც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას უწყობს ხელს.
„დღევანდელი კონფერენციის თემა სრულ თანხვედრაშია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებთან, ვინაიდან ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად და შემდგომ, რეალურ ეკონომიკურ ღირებულებად‘‘ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, განათლება, მეცნიერება, კვლევა და ინოვაცია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და ქმნის ერთიან ჯაჭვს, რითაც ცოდნა ვითარდება და პრაქტიკულ ღირებულებად გარდაიქმნება. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიან მართვასა და პატენტების როლს.
„პატენტი წარმოადგენს ერთგვარ ხიდს, რომელიც კვლევას ბაზართან აკავშირებს. ეს კავშირი ასახულია ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიულ დოკუმენტებში. განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაში, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციის სისტემისთვის მნიშვნელოვანია „მესამე მისიის“ კონცეფციის გააზრება და დანერგვა საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის კულტურაში, რაც გულისხმობს უნივერსიტეტების როლის ზრდას ცოდნის საზოგადოებამდე და ეკონომიკამდე მიტანაში,‘‘ - აღნიშნა მინისტრმა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ და EPO-ის აკადემიის მთავარმა დირექტორმა, ხავიერ სეუბამ.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები. მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების მნიშვნელობა ინოვაციების განვითარებაში; ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობა; ტექნოლოგიების გადაცემის მექანიზმები; პატენტები, როგორც სამართლებრივი დაცვის ინსტრუმენტი.
კონფერენციის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიებს დაეთმობა, სადაც მონაწილეები ორ ძირითად თემაზე იმსჯელებენ – უნივერსიტეტების როლი ინოვაციის ეკოსისტემაში და ინოვაციები, როგორც ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა.
ანტონიო კამპინოსის ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს მიერ ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში (EPO) ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესახებ ოფიციალური მიმართვის გაგზავნა, რაც ქვეყნისთვის სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივას გულისხმობს. ამ ნაბიჯამდე საქართველოში ამოქმედდა ევროპული პატენტების ვალიდაციის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ევროპული პატენტების სამართლებრივ აღიარებას.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news