This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

უმაღლესი განათლების სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების გაძლიერების მიზნით, ზვიად გაბისონიამ ესტონეთში სამუშაო შეხვედრები გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, ესტონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართა. 
მინისტრის მოადგილე, საქართველოში ციფრული განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ესტონეთის განათლებისა და კვლევის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და უმაღლესი განათლების სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრებზე ზვიად გაბისონიამ ესტონურ მხარეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის აუცილებლობაზე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზვიად გაბისონია ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (TalTech) ეწვია, სადაც ონლაინ სწავლების პროცესს, უნივერსიტეტის ციფრულ ინფრასტრუქტურასა და TalTech-ის სპეციალურ AI პლატფორმას გაეცნო. აღნიშნული პლატფორმა უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, მის ეთიკურ გამოყენებასა და მაღალი ხარისხის კვლევის განვითარებას უზრუნველყოფს.
სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში  დაფინანსებული პროექტის – „მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში“ (PRODIGE)  ეგიდით გაიმართა. 
შეხვედრებს ესწრებოდნენ ესტონეთის განათლებისა და ახალგაზრდობის საბჭოს, საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემიისა (IT Academy) და ევროპის მენეჯმენტის განვითარების ფონდის (EFMD) წარმომადგენლები, ასევე ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გიგაური.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news