This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზვიად გაბისონიამ ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესის გახსნის ღონისძიებაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა.
ზვიად გაბისონიამ სამედიცინო სფეროს განვითარების კუთხით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს შორის კავშირების გაძლიერებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.
კონგრესის გახსნის ფარგლებში გაიმართა საიუბილეო კონცერტი, რომელიც WAO-ს 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებაზე თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ WAO-ს პრეზიდენტს მარიო მორაის-ალმეიდასა და ორგანიზაციის ყოფილ პრეზიდენტს ალენ კაპლანს. საიუბილეო პლენარულ სესიაზე კი მოხსენებებით წარდგნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი აარონ ჩიხანოვერი.
კონგრესის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და დარგის ექსპერტები და მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებიდან, მათ შორის EAACI-ს, WIPO-ს, ACAAI-სა და AAAAI-ის წევრები.
საერთაშორისო მასშტაბის ფორუმი ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის (WAO) 75 წლის იუბილეს ეძღვნება და ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის  ორგანიზებით ტარდება.
საერთაშორისო კონგრესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში ასევე მოეწყობა საერთაშორისო ტრენინგ-სკოლა და საიუბილეო სიმპოზიუმი – „GAACI meets WAO“.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news