This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ბაია კვიციანი ყაზახეთში ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის რეგიონული მასშტაბის სამიტის ფარგლებში მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, ყაზახეთის ქალაქ ალმათში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის რეგიონული მასშტაბის სამიტში „GITEX AI Kazakhstan 2026“.

 

სამიტზე ბაია კვიციანმა ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრ საიასათ ნურბეკთან. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ყაზახ კოლეგას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

თავის მხრივ, ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა ქართველ კოლეგას დეტალურად გააცნო ქვეყანაში უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელებული ინიციატივები.

 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა უმაღლესი განათლების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

 

სამიტის ფარგლებში ბაია კვიციანი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართულ ხელოვნური ინტელექტის განვითარების საერთაშორისო საბჭოს მეორე სხდომასაც დაესწრო.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news