This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე საჩხერეში კოლეჯ ,,სპექტრის" ფილიალის თანამშრომლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში კოლეჯ „სპექტრის“ ფილიალს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და პერსონალს შეხვდა.

 

მინისტრს ბაჯითის ფილიალის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კოლეჯ „სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ მიაწოდა.

 

გივი მიქანაძემ საუბრისას ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების პრიორიტეტულობას რეფორმების განხორციელების პროცესში და აღნიშნა, რომ სამინისტრო კოლეჯების განვითარების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.

 

საუბარი შეეხო შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიული პროგრამების განვითარებას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შეთავაზებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს ზრდის.

 

კოლეჯი „სპექტრი“ პროფესიული სასწავლებელია, რომელიც პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებულ განათლებას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს და ხელს უწყობს მათ დასაქმებას.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში მდებარე „სპექტრის" ფილიალი ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით - შედუღება, ელექტრორკალური შედუღება, ელექტრობა, ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის კონსტრუირება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news