This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
მხარეებმა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, რეგიონში დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეფორმების განხორციელების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ამ მიზნით რეგიონებში აქტიურად იმართება შეხვედრები სასკოლო საზოგადოების წარმომდგენლებთან. 
“განათლების სისტემაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმები. ამ პროცესში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა რეგიონში წარმატებით განვახორციელოთ ახალი ინიციატივები. ეს მომავალში რეგიონის გაძლიერებისა და წინსვლის საწინდარს ქმნის.
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან განვიხილე განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები და მას ახალი თანამდებობა მივულოცე. დარწმუნებული ვარ, აჭარის რეგიონში ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი შედგება ბატონი ზურაბის უშუალო ხელმძღვანელობით”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აჭარის რეგიონში თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამის შეთავაზებას.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news