This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

გივი მიქანაძემ განათლების სისტემის რეფორმის პროცესში სახელმწიფო რწმუნებულების ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა რეგიონში ახალი ინიციატივების წარმატებით განხორციელების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

საუბარი შეეხო ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმების შემოღებას ითვალისწინებს.

 

მხარეებმა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებული ლოგისტიკის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 

თავის მხრივ, სახელმწიფო რწმუნებულებმა ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობის მზაობა გამოხატეს.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, მოადგილეებმა თამარ მახარაშვილმა და ბაია კვიციანმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ზაუტაშვილმა და მოადგილე ზაზა კვიციანმა, შპს „საგანმანათლებლო რესურსების‘‘ დირექტორმა მიხეილ ყუფარაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news