This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე: დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ტრადიციები გრძელდება და ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ ეს ყველაფერი

,,მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ოჯახის სიწმინდის დღე, მშობლების პატივისცემის დღე. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველოში გრძელდება ტრადიციები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ ეს ყველაფერი”, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის

მინისტრმა გივი მიქანაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

გივი მიქანაძის თქმით, ოჯახის სიწმინდის დღე, რომელსაც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარა საფუძველი, ჩვენი სამშობლოს გაერთიანებასა და გაძლიერებას უწყობს ხელს.

 

,,მინდა, განსაკუთრებულად მოვიხსენიო ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც დააფუძნა ეს დღე

და კიდევ ერთი თავისი ბრძნული გადაწყვეტილებით ხალხს ეს გამორჩეული დღე აჩუქა.

 

მიხარია, რომ სრულიად საქართველო ზეიმობს ამ დღეს. ამით ჩვენი სამშობლო კიდევ უფრო გაძლიერდება და ერთიანდება, რადგან ჩვენ ვართ ტრადიციების ქვეყანა და საქართველოში, უფლის წყალობით, ყველაფერი აუცილებლად ჩვენი ხალხისა და ერისთვის სასიკეთოდ იქნება.

 

ოჯახი არის მთავარი ფასეულობა ჩვენი ერის და მის გაძლიერებაზეა ორიენტირებული მთელი საზოგადოება,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news