This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და იყალთოში კოლეჯ “პრესტიჟის” ძველ სასწავლო კორპუსს ეწვია, რომლის სრული

რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

მინისტრმა ასევე დაათვალიერა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი. 

გურჯაანის კულინარიული კოლეჯი 200 სტუდენტზეა გათვლილი. პროექტი გულისხმობს 21 600 კვ. მეტრ ფართობზე უახლესი სტანდარტების შესაბამისი პროფესიული კოლეჯის მშენებლობას. ადგილზე მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. კოლეჯის ტერიტორიაზე ასევე უზრუნველყოფილი იქნება 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე.

კოლეჯის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ საცხობი და საკონდიტრო მიმართულებები, საკვებისა და სასმელების მართვა, გასტრონომიული და ავანგარდული ტენდენციები, კრეატიული მიდგომები და კერძების გაფორმება. 

გურჯაანში  აღნიშნული პროფესიული კოლეჯის მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ბასკეთის კულინარიის სკოლასთან პარტნიორობით ხორციელდება. მისი ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა. 

რაც შეეხება “პრესტიჟის” იყალთოს ფილიალს, ის გათვლილი იქნება 100-150 სტუდენტსა და მსმენელზე, როგორც საკვალიფიკაციო, ისე მომზადება-გადამზადების პროგრამების მიმართულებით. 

პროექტის განხორციელების შედეგად მუნიციპალიტეტში შეიქმნება თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო ჰაბი, სადაც ტურიზმის მიმართულებით განხორციელდება სასწავლო და მომზადება-გადამზადების პროგრამები, რომელთა საჭიროებაც რეგიონში განსაკუთრებით აქტუალურია. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაიზრდება დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობები. 

პროექტის ჯამური სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news