This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ეროვნული ღირებულებების მქონე მოქალაქეების აღზრდა, რომლებიც იზრუნებენ თვითგანვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე - სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

„რეფორმის მიზანია, რომ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, შექმნან ეკონომიკური დოვლათი და იყვნენ ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ეროვნული ღირებულებების მქონე მოქალაქეების აღზრდა, რომლებიც იზრუნებენ თვითგანვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე - სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა - სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სახელმძღვანელოების განახლების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი წარმოადგენს მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას, რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფოს მხრიდან ხარისხის სტანდარტის უზრუნველყოფა.

„ჩვენი ხედვით, სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა მოსწავლეს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა თუ სოციალური მდგომარეობისა, ჰქონდეს წვდომა ხარისხიან, აკადემიურად გამართულ და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამის სასწავლო რესურსზე.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული სასკოლო სახელმძღვანელოებიდან გვხვდება ისეთი ავტორები, რომელთა მასალებიც სასკოლო საზოგადოებისთვის მისაღებია, ერთეული კარგი წიგნების ან ცალკეული გამართული თავების თუ საკითხების არსებობა სისტემურ გარდატეხას ვერ ახდენდა. სწორედ ამიტომ, გადაწყდა ისეთი საბაზო რესურსის შექმნა, რომელიც აკადემიური, მეთოდოლოგიური და ასაკობრივი სტანდარტების ერთიან მინიმუმს დააკმაყოფილებდა. პროცესის დაწყებამდე განხორციელდა არსებული სახელმძღვანელოების შესწავლა, გამოიკვეთა მაღალი რეიტინგის მქონე ავტორები, განხორციელდა მათი პროფესიული გამოცდილების, საგნობრივი კომპეტენციის, პრაქტიკული პედაგოგიური გამოცდილების გათვალისწინება. მასწავლებელთა მოთხოვნებისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით დაიწყო სამუშაო ჯგუფების ფორმირება. ეს პროცესი რამდენიმე თვე მიმდინარეობდა დარგობრივი ასოციაციების, უნივერსიტეტების, ფსიქოლოგების, პრაქტიკოსი მასწავლებლების მონაწილეობით. სხვადასხვა დარგის პროფესიონალთან გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, სანამ არ ჩამოყალიბდა სახელმძღვანელოზე მომუშავე პირთა ჯგუფები, რომლებმაც შემოგვთავაზეს სახელმძღვანელოს ხედვა და კონცეფცია“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოები არ შეიქმნება დახურულ რეჟიმში. ყველა ის სახელმძღვანელო, რომელიც 15 სექტემბრიდან შევა სკოლაში გაივლის პილოტირების ეტაპს უშუალოდ სასწავლო პროცესში მასწავლებლებისა და მშობლების მონაწილეობით.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი შესაძლოა მრავალფეროვნებას ზღუდავდეს, ამასთან დაკავშირებით გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ მასწავლებელს ძირითადი სახელმძღვანელოს გარდა, უფლება აქვს დამატებით რესურსად გამოიყენოს მოსწავლის ინტერესებზე მორგებული მასალა.  ამ კუთხით მასწავლებელს სრული აკადემიური თავისუფლება აქვს.

გივი მიქანაძის განცხადებით, ღიაობის, მრავალმხრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პირობებში შესაძლებელი იქნება ხარისხიანი, აკადემიურად გამართული და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსის შექმნა, რომელიც მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნებისა და ფართო ხედვის განვითარებაში დაეხმარება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news