This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ბაია კვიციანმა „უნარებისა და ინოვაციების ფორუმი 2026“-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიცინმა „უნარებისა და ინოვაციების ფორუმი 2026“-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას ბაია კვიციანმა ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. მისი თქმით, პროფესიულ განათლებას დღეს ყველაზე სწრაფად შეუძლია შრომის ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება და მიწოდება.

Skillwill Swiss College-ის მიერ ორგანიზებული ფორუმის მთავარი თემა თანამედროვე უნარები, პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია და საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარება იყო. ფორუმი Skillwill Swiss College-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ გახსნა.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: მონაცემთა ანალიტიკა, ციფრული მარკეტინგი, IT პროექტების მართვა და სხვ.

ღონისძიების ფარგლებში, Skillwill Swiss College-ის მიერ შექმნილი ხუთი ახალი ტექნოლოგიური პროფესიული პროგრამის პრეზენტაციაც მოეწყო, რომლებიც განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავებული ახალი პროფესიული სტანდარტების ნაწილია.

ღონისძიება ხელოვნური ინტელექტის მასტერკლასით და Skillwill Swiss College-ის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით დასრულდა.

ფორუმს განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ლევან ვეფხვაძე, ტექნოლოგიების ასოციაციის თავჯდომარე თორნიკე სულაბერიძე, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news